Wednesday, January 9, 2019

განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლებ­ში სწავ­ლის და­წყე­ბა გა­და­დო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლის ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბი 18 იან­ვრის ჩათ­ვლით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.
„სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მათი უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სკო­ლებ­ში სწავ­ლის გა­და­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრი­პის ვირუ­სით ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მი­ა­ნიშ­ნებს ეპი­დე­მი­ა­ზე, სა­მი­ნის­ტროს მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­აჩ­ნია, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლის ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­დეს 18 იან­ვრის ჩათ­ვლით. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ და­ვაკ­ვირ­დე­ბით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და ჯან­დაც­ვის უწყე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment