Thursday, January 10, 2019

ალაზნის სარწყავ არხში ავტომობილის გადავარდნისას კაცი დაიღუპა


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა გადავარდა, შედეგად ადგილობრივი მკვიდრი, 62 წლის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
სოფელ კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულების ლევან ქევხიშვილის თქმით, კაცი გუშინ ჩალის მოსაჭრელად იყო წასული და მას შემდეგ გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა, მანქანა და ცხედარი არყიდან სამაშველო ბრიგადამ ამოიყვანა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment