Thursday, January 10, 2019

რუსთავის საკრებულოში მირკოავტობუსების მძღოლების შეთავაზებაზე მსჯელობენ


რუსთავის საკრებულოში რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით მსჯელობენ. სხდომაზე დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრის კითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ არიან მოლაპარაკების მაგიდასთან მერიის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯგუფი პროფესიული კრიტერიუმებით დაკომპლექტდა,  რომელშიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები შედიან.
საკრებულოს სხდომას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები და კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელი ესწრებიან.
რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მგზავრობის რეალურ ფასს განსაზღვრავს. მათ განაცხადეს, რომ 1 თებერვლამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ისევ 1.50 ლარად იქნება შესაძლებელი, თუ რუსთავის მერია სამუშო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მათ შეთავაზებას დათანხმდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მძღოლები ამბობენ, ისინი გამოიყენებ მათ უფლებას და გაფიცვებს მოაწყობენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment