Tuesday, January 15, 2019

ირანმა ორბიტაზე თანამგზავრი ვერ გაიყვანა

ირანული თანამგზავრი Payam-ი ორბიტაზე ვერ გავიდა. CNBC-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მუჰამედ აზარი ჯაჰრუმიმ განაცხადა.
მისივე თქმით, თანამგზავრმა სამიდან ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, თუმცა ორბიტამდე ვერ მიაღწია. რამ შეუშალა თანამგზავრს ხელი, ორბიტაზე გასულიყო, ირანელ მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment