Tuesday, January 15, 2019

ესპანეთში 2 წლის ბავშვი 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მაშველები ორი წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც 100 მეტრის სიღრმის  ჭაბურღილში ჩავარდა.  უცნობია, ცოცხალია თუ არა ბავშვი.
მაშველებმა ჭაბურღილში ჩაშვებული კამერის საშუალებით ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს. ჭაბურღილის სიგანე მხოლოდ 25 სანტიმეტრია.
შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. სამაშველო ოპერაცია კვირას დაახლოებით შუადღეს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ბავშვის ამოსაყვანად გვირაბის გათხრას გეგმავენ, რომლითაც  ჭაბურღილს  დაუკავშირდებიან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment