Saturday, January 12, 2019

სესკ ფაბრეგასი „მონაკოს“ ფეხბურთელი გახდა

სესკ ფაბრეგასი „მონაკოში“ ითამაშებს. მანამდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს
31 წლის ფაბრეგასმა „მონაკოსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. „ჩელსის“ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულების შესახებ კლუბები განცხადებას არ აკეთებენ. 
ფაბრეგასი ლონდონის „ჩელსის“ გულშემატკივრებს ერთი კვირის წინ დაემშვიდობა. მიმდინარე სეზონში 31 წლის ესპანელმა ჰავბეკმა 14 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment