Sunday, January 13, 2019

კანადური კომპანია რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის აშენებას აპირებს

კანადური კომპანიის KAMKON INVESMENTS-ი რუსთავის სამრეწველო ზონაში 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%, ხოლო დარჩენილი არეალი მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება. პროექტის რეალიზაციაში ჩართული იქნება არაერთი უცხოური და ადგილობრივი კომპანია.

KAMCON INVESTMENTS მოლაპარაკებას სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან, GIC-ს თანაინვესტირებისა და პროექტში ჩართვის მიზნით აწარმოებს.
წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი. მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.
15 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კანადურ კომპანიის KAMKON INVESMENTS წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პროექტი „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი”(GIC), რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment