Thursday, January 10, 2019

ანანიძეს „ვიტესში“ გადასვლაში ხელი საბუთებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ჰოლანდიურ „ვიტესში“ გადასვლაში შეუშალა ხელი. ინტერვიუს ფეხბურთელთან მოსკოვური კლუბი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
„არ დაგიმალავთ, რომ საკუთარი ძალების მოსინჯვა ევროპაში მინდოდა. მე პირადად მიმიწვია „ვიტესის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ და ეს ვარიანტი ჩემთვის პრიორიტეტული იყო. სამწუხაროდ, დოკუმენტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. თანახმა ვიყავი გაცილებით ნაკლებ ხელფასზეც, თუმცა „ვიტესში“ გადასვლა მაინც ვერ მოხერხდა. მადლობა მინდა გადავუხადო ‘სპარტაკის“ ხელმძღვანელობას, რომელმაც არჩევანის უფლება მომცა", - ამბობს ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
მისი თქმით, „ვიტესამდე“ ოფიციალური წინადადებით მასთან დაკავშირებით „სპარტაკს“ „კრილია სოვეტოვმა“ მიმართა, მაგრამ როდესაც მას ჰოლანდიის ვარიანტი გამოუჩნდა, ანანიძემ კლუბის ხელმძღვანელობას დროის მიცემა სთხოვა, რაზეც დათანხმდნენ.
"პაუზა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ანგარიში გამიწიეს. ახლა „ვიტესის“ ვარიანტი გამოირიცხა და „კრილიაში“ მივდივარ. მოსამზადებელი შეკრება 14 იანვარს იწყება. მქონდა შემოთავაზებები სხვა რუსული კლუბებიდანაც, მაგრამ „კრილიას“ მწვრთნელმა მიოდგარ ბოჟოვიჩმა პირადად დამირეკა და შევპირდი, რომ თუ უცხოური კლუბის ვარიანტი არ გამოვიდოდა, მასთან წავიდოდი. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც მწვრთნელს. მან კი „როსტოვიდან“იცის ჩემი შესაძლებლობები. რაც შეეხება იჯარით ჩემს გასხვისებას, ამას გაგებით ვეკიდები და ჩემს მდგომარეობას ადეკვატურად ვაფასებ: გადავიტანე მძიმე ტრავმები, სადღაც, ალბათ, რაღაც არ გამომდიოდა. მე უნდა დავამტკიცო თამაშით, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ და ამას გავაკეთებ კიდეც. მე მებრძოლი ვარ. მსგავსი გამოცდილება უკვე მქონდა, როცა საჭირო გახდა ნაბიჯის გადადგმა უკან, რომ შემდეგ ორი ნაბიჯი წინ გადამედგა. ახლა ეს ყველაფერი თავიდან უნდა გავიარო. მინდა ვითამაშო არა 5 წუთი, არამედ რეგულარულად გავდიოდე მოედანზე. მხოლოდ ასე გავხდები ძლიერი და შევძლებ’სპარტაკში“ დაბრუნებას,“- ამბობს ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment