Thursday, January 10, 2019

კატები შესაძლოა მათი მფლობელების სექსუალურ სურვილებზე ახდენდნენ გავლენას

სლოვაკმა მეცნიერებმა კატებსა და მათი მფლობელების სექსუალურ სურვილებს შორის კავშირი დაადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Focus-ი ავრცელებს.
მეცნიერების შესწავლის ობიექტი ინფექციური პარაზიტი ტოქსოპლაზმა იყო, რომელიც ძირითადად კატებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ის ადამიანის ორგანიზმშიც არსებობს ხოლმე. 
მეცნიერების შეფასებით, ტოქსოპლაზმათი კაცობრიობის 1/3 უკვე ინფიცირებულია. ხშირ შემთხვევაში, პარაზიტსა და ადამიანს შორის კონტაქტი სიმპტომებისა და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე ხდება, მაგრამ ზოგჯერ ამას თან ახლავს თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ტოქსოპლაზმას ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც კი შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად ადამიანს შეიძლება დაემართოს ბიპოლარული აშლილობა ან შიზოფრენია.
კვლევის ავტორების თქმით, კი ტოქსოპლაზმა ადამიანის სექსუალურ სურვილებზე ახდენს გავლენას. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა სლოვაკეთში 36,5 ათასი ადამიანი (როგორც ტოქსოპლაზმის ასევე ჯანმრთელი ადამიანები) გამოკითხეს. 
ჩატარებული კვლევის ანალიზისას მეცნიერებმა ინფექციური პარაზიტის არსებობასა და ადამიანის სექსუალურ სურვილებსა და უპირატესობებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ასევე წარადგინეს თეორია, რომ ეს ინფექციური პარაზიტი ადამიანში ბდსმ-სა და სადომაზოხიზმისადმი მიდრეკილებასთან არის კავშირში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment