Friday, January 11, 2019

ტამიფლუს" ექიმის დანიშნულების შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ - პრემიერის გადაწყვეტილება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ავა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უფა­სოდ მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­პა­რა­ტი თა­ვი­დან­ვე უფა­სოდ მი­ე­წო­დე­ბო­დათ ორ­სულ და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პი­რებს.
მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის - პი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, „ტა­მიფ­ლუ“ უფა­სო იყოს ყვე­ლას­თვის, ვი­საც ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.
მთავ­რო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ავა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბას.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment