Friday, January 11, 2019

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა გრიპით ბოლო წლებში - სტატისტიკა

გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი.
დაავადებათა კონსტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გასული წლებისსტატისტიკას აქვეყნებს:
2009-2010 წლები - დომინანტი ვირუსი H1N1, პიკური მაჩვენებელი 1550, ლეტალური შემთხვევა - 33
2010-2011 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 1995, ლეტალური შემთხვევა - 53
2011-2012 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 490, ლეტალური შემთხვევა - 5
2012-2013 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 384. ლეტალური შემთხვევა - 23
2013-2014 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 479, ლეტალური შემთხვევა - 9
2014-2015 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 485, ლეტალური შემთხვევა - 10
2015-2016 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 357, ლეტალური შემთხვევა - 50
2016-2017 წლები - დომინანტი H3N2, პიკური მაჩვენებელი - 400, ლეტალური შემთხვევა - 6
2017-2018 წლები - დომინანტი B, პიკური მაჩვენებელი - 195, ლეტალური შემთხვევა - 2
2018-2019 წლები - დომინანტი H1N1, პიკური მაჩვენებელი - 276, ლეტალური შემთხვევა - 10
მაჩვენებელმა პიკს მიაღწია პანდემიურ (2009-2010) და პოსტ-პანდემიურ (2010-2011) წლებში. დანარჩენ წლებში, ინციდენტობა 450-ს გადასცდა შემდეგ სეზონებზე:
2011-2012 (H3N2);
2013-2014 (H3N2);
2014-2015 წლის სეზონზე (RSV).
newposts.ge

No comments:

Post a Comment