Thursday, January 17, 2019

ბათუმში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, პარალელურად ითვლიან ზარალს. ძლიერმა ქარმა ქალაქში რამდენიმე სახლს სახურავები გადახადა, ჩაამსხვრია მინები და მოგლიჯა ხეები. დაშავდა ორი ადამიანი.
მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობაც იყო შეზღუდული. საგანგებო სიტუაციების ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა. დღის მეორე ნახევარში წვიმამ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს პრობლემები შეუქმნა.
დღეს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია თოვლჭყაპი როგორც დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. მთებსა და მაღალ მთებში კი მოსალოდნელია თოვლი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
უხვი ნალექის გამო ნარჩუნდება ზვავსაშიშროება კობი-გუდაურის მონაკვეთზე, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment