Monday, January 14, 2019

სოლარი:„ცუდი ამბავი გვაქვს“

სანტიაგო სოლარიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...„

„ძალიან მძიმე მატჩი იყო. ვიცოდი, რომ „ბეტისი“ დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, ვინაიდან მიმდინარე სეზონში ეს გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩვენ შევძელით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, რამაც ლა ლიგის ოთხეულში შესვლის საშუალება მოგვცა. მომდევნო ტურში კი ძალიან მძიმე მატჩი გველის.“


„შანსი ყველას შეიძლება მიეცეს. გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დანაკლისები აღმოფხვრას.“

„ბენზემასთან დაკავშირებით ცუდი ამბავი გვაქვს. ფრანგს თითის მოტეხილობა აღენიშნება. საბედნიეროდ, ეს არის ხელის თითი და არა ფეხის, რაც ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს, სხვაგვარად კარიმი დიდი ხნით გამოგვაკლდებოდა.“

„ბრაიმ დიასმა, რეგილონმა, ვალვერდემ და ვინიციუსმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. „რეალმა“ განსაკუთრებულად ახალგაზრდა შემადგენლობით მოიგო.“

„3 ცენტრალური მცველი? ეს არ ნიშნავდა დაცვით ტაქტიკას. გამომდინარე იქედან, რომ წინა ხაზში ძალიან გვიჭირდა, 3 ცენტრალური მცველი გამოვიყენეთ და ფლანგები მეტად დავტვირთეთ.“

„სებალიოსმა ყოფილ გუნდს გაუტანა, თანაც ულამაზესი გოლი. მას დიდი მომავალი აქვს. დანი შესანიშნავად გამოდის და შანსს იმსახურებს.“
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment