Monday, January 14, 2019

გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც 1 წლით სამსახური მიატოვა და ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობს

30 წლი­სე­ბი ჯერ არ არი­ან, თუმ­ცა 25 ქვეყ­ნის კი­დევ უფრო ბევრ ქა­ლაქ­ში ერ­თად უსე­ირ­ნი­ათ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ევ­რო­პა­ში ეგ­ზო­ტი­კა­სა და მძაფრ შეგ­რძნე­ბებს ვე­ღარ იღე­ბენ, ამი­ტომ უფრო შორი დის­ტან­ცია და დრო­ის უფრო ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი აი­ღეს და ოქ­ტომ­ბერ­ში ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში ჩაფ­რინ­დნენ.
ელე­ნე ღე­ლე­ღუ­ტაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თევ­ზა­ძე 8 წე­ლია ერ­თად არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, შემ­დეგ კი იმა­ვე აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ლონ­დონ­ში გა­ნაგ­რძეს საქ­მი­ა­ნო­ბა. კა­რი­ე­რულ გზა­ზე 8-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი სვლის შემ­დეგ, ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნას ერთი წელი მო­პა­რეს, მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­წყვი­ტეს და სა­მოგ­ზა­უ­როდ სამ­ხრეთ, ცენ­ტრა­ლურ და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში წა­ვიდ­ნენ.AMBEBI.GE-ის კი­თხვა­ზე, რაში მდგო­მა­რე­ობს წყვი­ლის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც მათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა, ელე­ნე გვპა­სუ­ხობს, რომ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და­ნა­ზოგს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ.
"დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლი ნა­წი­ლი აგ­ვერ­ჩია. რა­ტომ­ღაც სამ­ხრეთ ამე­რი­კა რა­ღაც­ნა­ი­რი შო­რე­უ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გვეჩ­ვე­ნე­ბო­და ყო­ველ­თვის და თან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით" - გვე­უბ­ნე­ბა ელე­ნე.გი­ორ­გის თქმით, რე­გი­ო­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში ელე­ნეს მიერ ჩა­მოთ­ვლილ ყვე­ლა არ­გუ­მენტს ისიც და­ე­მა­ტა, რომ აზი­ა­სა და აფ­რი­კას­თან შე­და­რე­ბით ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი მათ უფრო მე­ტად უსაფრ­თხოდ მო­ეჩ­ვე­ნათ და თა­ნაც ჩათ­ვა­ლეს, რომ ერთ წელ­ში ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის სულს უფრო კარ­გად შე­იგ­რძნობ­დნენ, აზი­ის­თვის კი 365 დღე წყვილს ეცო­ტა­ვაოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ჩა­მო­ვე­დით ბუ­ე­ნოს აი­რეს­ში, არ­გენ­ტი­ნა­ში, იქი­დან და­ვი­წყეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა. შემ­დეგ წა­ვე­დით პა­ტა­გო­ნი­ა­ში, გა­და­ვე­დით ჩი­ლე­ში და უკვე ჩრდი­ლო­ე­თით გა­მო­ვი­წი­ეთ. მო­ვი­ა­რეთ სან­ტი­ა­გო, ატა­კა­მას უდაბ­ნო, შემ­დეგ ვი­ყა­ვით ბო­ლი­ვი­ა­ში და ახლა ვართ პე­რუ­ში. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი - ალ­ბათ, მაჩუ პიქჩუ იყო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ყა­ვით და ეს ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი იყო რაც ვნა­ხეთ!
რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბას, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ის რამ­დე­ნი­მე დღე, რო­მე­ლიც სან­ტი­ა­გო­ში გა­ვა­ტა­რეთ იმი­ტომ რომ, Couchsurfing-ით ვი­სარ­გებ­ლეთ. ასე­თი სა­ი­ტია, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ ადა­მი­ა­ნებს წერ და მათ­თან რჩე­ბი. იქ ვი­პო­ვეთ მას­პინ­ძე­ლი, იქა­უ­რი, რო­მელ­მაც გაგ­ვი­ღო თა­ვი­სი სახ­ლის კარი და რამ­დე­ნი­მე დღე მას­თან ვცხოვ­რობ­დით, დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ქა­ლა­ქი, შემ­დეგ შა­ბათ-კვი­რას ვალ­პა­რა­ი­ზო­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა, ტური ჩაგ­ვი­ტა­რა. სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ად­გი­ლობ­რი­ვის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩი­ლე­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აწუ­ხებ­და და ა.შ“ - ყვე­ბა ელე­ნე თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე.
წყვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­მოგ­ზა­უ­რო ბი­უ­ჯე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ კომ­ფორტზე, რომ­ლის მი­ღე­ბაც ადა­მი­ანს სურს.
"არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ 20-25 დო­ლა­რად, მაგ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ხში­რად უნდა ისარ­გებ­ლო იმა­ვე Couchsurfing-ით, რომ უფა­სოდ დარ­ჩე ვი­ღა­ცას­თან, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში გა­ა­თე­ნო ღამე ან კარ­ვით იარო ან ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნი ჰოს­ტე­ლი შე­არ­ჩიო, რო­მე­ლიც 4-5 დო­ლა­რი ღირს.
თუ უფრო მეტი კომ­ფორ­ტი გინ­და, ალ­ბათ დღე­ში ჰოს­ტელ­ში დაგ­ჭირ­დე­ბა 20 დო­ლა­რი. ახლა ჩვენ ვცდი­ლობთ რა­ღაც ბა­ლან­სი და­ვი­ჭი­როთ, თუნ­დაც იმა­ვე კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­საც გა­ვეც­ნოთ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს და საჭ­მელს თვი­თონ აკე­თე­ბენ. თუ ვინ­მე მკი­თხავს რამ­დე­ნია ის მი­ნი­მუ­მი, რი­თაც შე­უძ­ლია იმოგ­ზა­უ­როს, ვი­ტყვი რომ ეს მი­ნი­მუ­მიც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ რაც დათ­ვლის ფრე­ნი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარჯს, შემ­დეგ უკვე სას­ტუმ­რო და კვე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია" - გვი­ზი­ა­რებს გი­ორ­გი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას.
გარ­და ახა­ლი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი, ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით სავ­სე ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბის ნახ­ვი­სა, ელე­ნეს და გი­ორ­გის ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან უფრო მეტი სურთ, ეს მეტი კი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი მიზ­ნე­ბი­სა და ამ მიზ­ნე­ბის­კენ სა­ვა­ლი ახა­ლი გზე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.
„რაც არ უნდა სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცებს აკე­თებ­დე, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­დე (რა­საც მე ვა­კე­თებ­დი, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო ჩემი სა­მუ­შაო), მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­თნა­ირ აზ­როვ­ნე­ბის სტილ­სა და რუ­ტი­ნას ეჩ­ვე­ვი და მინ­დო­და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მოს­ვლა, რათა მი­მე­ღო ეს ახა­ლი შთა­გო­ნე­ბე­ბი, მე­მუ­შა­ვა სა­კუ­თარ კრე­ა­ტი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ასე­ვე მინ­დო­და დრო მქო­ნო­და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემ­თვის არის ეს იმის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო, რომ სა­კუ­თა­რი თავი გან­ვა­ვი­თა­რო, უკე­თე­სად შე­ვიც­ნო სა­კუ­თა­რი თავი.
ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე ბლო­გი და და­ვარ­ქვი Our Journey Inwards - იმი­ტომ რომ გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა კი არის, მაგ­რამ ამა­ვე დროს შენს თავ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ მინ­და უკეთ ვი­ცო­დე, რა მინ­და ცხოვ­რე­ბის­გან და საით მინ­და წა­ვიყ­ვა­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობს ელე­ნე.
"ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას რომ მუ­შა­ობ ფი­ზი­კუ­რად დრო არ გრჩე­ბა იმის­თვის, რომ შენს ცხოვ­რე­ბა­ში რამე შეც­ვა­ლო, შე­იძ­ლე­ბა ვერც აც­ნო­ბი­ე­რებ­დე იმას თუ რამ­დე­ნად მოგ­წონს ის რა­საც აკე­თებ, რამ­დე­ნად სხვა რა­ღაც არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და, რამ­დე­ნად გინ­და რა­ღა­ცის შეც­ვლა, იმი­ტომ რომ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში ხარ და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, ცდი­ლობ რა­მე­ნა­ი­რად და­ის­ვე­ნო, გა­ნიტ­ვირ­თო და დიდი სტრა­ტე­გი­უ­ლი და მკვეთ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გი­ჭირს.
ეს მოგ­ზა­უ­რო­ბაც მა­გი­ტომ მო­ვა­წყეთ, რომ ეს ერთი წელი დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით რა გვინ­და, საით მივ­დი­ვართ, სად გვინ­და ვი­ყოთ მო­მა­ვალ­ში" - გვი­თხრა გი­ორ­გიმ
წყვი­ლის მთა­ვა­რი რჩე­ვა მათ­თვის ვინც მოგ­ზა­უ­რობს, ისაა, რომ გა­ვიდ­ნენ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან და სტან­დარ­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან გა­და­უხ­ვი­ონ, რათა მხო­ლოდ "ტოპ ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ნახო“ არ მო­ი­ა­რონ.
"ძა­ლი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის და­გეგ­მვა­ზე და სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არა­ვინ არ ვი­ცით, სად ვიქ­ნე­ბით ამ მო­მა­ვალ­ში, ვიქ­ნე­ბით თუ არა, რო­დემ­დე ვიქ­ნე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთი ჩვე­ნი მი­ზა­ნი დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბაა და დღე­ვან­დელ დღეს ყოფ­ნა იქ, სა­დაც გვინ­და რომ ვი­ყოთ" - ამ­ბო­ბენ გი­ორ­გი და ელე­ნე
ambebi.ge

No comments:

Post a Comment