Wednesday, January 9, 2019

ლევან ხარაბაძე შვეიცარიაში ითამაშებს

დინამო თბილისის“18 წლის მცველი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გახდა ცნობილი, ლევან ხარაბაძე შვეიცარიაში იმყოფება და „ციურიხთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიაში იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტი წელიწადნახევრიან იჯარას ითვალისწინებს. 
„დინამო თბილისის“ წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ამ დრომდე არ ავრცელებენ. 
ლევან ხარაბაძემ ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, 2014 წლიდან კი „დინამო თბილისში“ ირიცხება.  ახალგაზრდა მცველი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. 2018 წელს კი ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment