Saturday, January 12, 2019

აშშ არქტიკაზე სამხედრო ხომალდებს გაგზავნის

2019 წლის ზაფხულში აშშ არქტიკაზე სამხედრო ხომალდებს გაგზავნის, რათა ექსტრემალურ სიტუაციებში სარაკეტო კრეისერების მუშაობა დატესტოს. ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა რიჩარდ სპენსერმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსულენოვანი გამოცემაავრცელებს.
რიჩარდ სპენსერის განცხადებით, ჩინეთსა და რუსეთთან კონკურენციის ფარგლებში, აშშ ასევე ისწრაფვის ჩრდილოეთით თავისი არსებობის გაფართოებისკენ.
კლიმატის გლობალური ცვლილების გამო არქტიკის წყლები ნაოსნობისთვის უფრო ხელსაყრელი გახდა, რაც სპენსერის განმარტებით, აშშ-ის ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის იქ თავისი გემების გაგზავნის საშუალებას აძლევს.
ასეთი ტიპის ოპერაცია მოცემულ რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის პირველი იქნება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment