Saturday, January 12, 2019

ახალნამშობიარები ქალი, სავარაუდოდ, გრიპით გარდაიცვალა - "არ დასცალდა, გაეგო რა არის დედობა..."

სა­ვა­რა­უ­დოდ H1N1 ვირუ­სით 26 წლის გოგო გარ­და­იც­ვა­ლა. ეკა მი­ქე­ლა­ძე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან კა­ხეთ­ში, მშობ­ლუ­რი სო­ფელ­ში გა­დას­ვე­ნეს.
რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ავად არი­ან გარ­დაც­ვლი­ლოს ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.
"სო­ფელ ყან­და­უ­რი­დან იყო ეს გოგო, თუმ­ცა თბი­ლის­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და იქ იმ­შო­ბი­ა­რა სა­კე­ის­რო კვე­თით. ცუ­დად რომ გამ­ხდა­რა, ექი­მის­თვის მი­უ­მარ­თავს, უფიქ­რია, რომ სა­კე­სი­როს შემ­დეგ გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა, სა­ად­მყო­ფო­ში გა­ირ­კვა რომ მას ვირუ­სი შეხ­ვდა და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ავად არი­ან, მა­თაც გო­გო­ნას მსგავ­სად ვირუ­სი აქვთ,"გა­ნა­ცხა­და სო­ფელ ყან­და­უ­რის რწმუ­ნე­ბულ­მა ნანა ტა­ვე­ლიშ­ვილ­მა.
გარ­დაც­ვლი­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი წერს: "ახა­ლი ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი, ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო... ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გრი­პით გარ­და­იც­ვა­ლა... არ დას­ცალ­და ნორ­მა­ლუ­რად გა­ე­გო რა არის დე­დო­ბა... ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­აა".
რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ახალ­გაზ­რდა ქალს გრი­პის ნიშ­ნე­ბი კლი­ნი­კუ­რად ჰქონ­და, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სინ­ჯი აღე­ბუ­ლი არ არის, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ ის ე.წ. ღო­რის გრი­პით არის გარ­დაც­ვლი­ლი.
„სინ­ჯი აღე­ბუ­ლი არ არის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კლი­ნი­კუ­რად იყო გრი­პის ნიშ­ნე­ბი, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბა არ არის, რად­გან სინ­ჯი არ არის აღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.
ამას­თან, რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა ქალს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კა­ში „ბა­ი­ე­ბი“ სა­კე­ის­რო კვე­თა ჩა­უ­ტარ­და. კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის შემ­დეგ მან კვლავ მი­მარ­თა სამ­შო­ბი­ა­როს, სა­ი­დან ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­წე­რეს.
„ახალ­გაზ­რდა ქალი გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. მას ერთი კვი­რის წინ სა­კე­ის­რო კვე­თა კლი­ნი­კა „ბა­ი­ებ­ში“ ჩა­უ­ტარ­და. გა­წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტი შემ­დეგ მიბ­რუნ­და დამ­ძი­მე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნით და გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე გა­მო­უშ­ვეს ღუ­დუ­შა­ურ­ში. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მძი­მედ იყო და სამ­წუ­ხა­როდ, შე­მოყ­ვა­ნი­დან ძა­ლი­ან მალე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში არც იწვა, მიმ­ღებ­ში გარ­და­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­დეს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.
„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ სამ­შო­ბი­ა­როს კლი­ნი­კის „ბა­ი­ე­ბი“ დი­რექ­ტორს, ნია ონი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.
„მე, რო­გორც გა­ვი­გე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გრი­პის ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად არის თუ არა ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, არ ვიცი. ჩემი პა­ცი­ენ­ტი არ იყო და და­ზუს­ტე­ბით ვერ გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და ნია ონი­აშ­ვილ­მა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment