Wednesday, January 9, 2019

რა დანაშაულს ედავება პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს

თი­ბისი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბელს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის გა­თეთ­რე­ბი­სა და მითვი­სე­ბის გამო შე­საძ­ლოა ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნონ. ამის შესახებ kvira.ge წერს.
ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლის ცნობით, ჯერ კი­დევ 2018 წლის მა­ის­ში ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა გა­შიფ­რა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად „თი­ბი­სი ბან­კის“ დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა - მა­მუ­კა ხაზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ით­ვი­სეს და გა­ა­თეთ­რეს ბანკის კუთ­ვნი­ლი ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი.
kvira.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:
2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ბიზ­ნეს­მენ ავთო წე­რეთ­ლის კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ებ­ზე („სამ­გო­რი M“; „სამგორი თრე­ი­დი“) „თი­ბი­სი ბან­კმა“ ყო­ველ­გვა­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე­შე, ერთ დღე­ში ჯა­მუ­რად 16.6 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კრე­დი­ტი გას­ცა. იმა­ვე დღეს ამ კომ­პა­ნი­ებ­მა „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტი გა­და­ა­სეს­ხეს ფი­ზი­კურ პი­რებს - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს. წე­რეთ­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი ერთი დღე არ მომ­სა­ხუ­რე­ბი­ან ბან­კის­გან მი­ღე­ბულ კრე­დიტს, ბან­კში ერთი თეთ­რი არ შე­სუ­ლა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში „თი­ბი­სი ბან­კმა“ ეს სეს­ხე­ბი ბა­ლანსს გა­რეთ გა­ი­ტა­ნა, ანუ ჩა­მო­წე­რა. ბან­კმა სეს­ხე­ბი კი ჩა­მო­წე­რა, მაგ­რამ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებს ფორ­მა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ბან­კი­სად­მი მა­ინც უნარ­ჩუნ­დე­ბო­დათ, შე­სა­ბა­მი­სად უნარ­ჩუნ­დე­ბო­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­საც.
როგორც გამოცემა წერს, 2012 წლის შე­მოდ­გო­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის პარალელურად ავ­თან­დილ წე­რე­თელ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მის ფორ­მით მოს­თხო­ვა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის სქე­მის ავ­ტორს და სარ­გებ­ლის მიმ­ღებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა მისი კომ­პა­ნი­ე­ბი „თიბისი ბან­კის“ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­გან. ამის­თვის კი, რო­გორც "კვი­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ახა­ლი სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვა: ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე თა­ვის მო­ად­გი­ლეს პა­ა­ტა ღა­ძა­ძეს და­ა­ფუძ­ნე­ბი­ნა ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია „Martello Group”, რო­მელ­მაც „თი­ბი­სი ბან­კის“ დი­რექ­ტო­რის ვახ­ტან ბუ­ცხრი­კი­ძის თან­ხმო­ბით გა­და­ი­ბა­რა წე­რეთ­ლის კომ­პა­ნი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი „თი­ბი­სი ბან­კის“ მი­მართ, ასე­ვე მო­თხოვ­ნე­ბი ხა­ზა­რა­ძის და ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ.
„თი­ბი­სი ბანკს“, წე­რეთ­ლის კომ­პა­ნი­ებს და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ბა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი 2012 წლის 29 სექ­ტემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.
"კვი­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­რი­ღი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტზე გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ უკა­ნა რი­ცხვით არის შედ­გე­ნი­ლი. „რო­გორც ჩანს, ხა­ზა­რა­ძე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს ელო­დე­ბო­და და სა­ა­კაშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ის­ტე­რი­უ­ლად და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კვა­ლის წაშ­ლა. სიჩ­ქა­რე­ში მას გა­მორ­ჩა, რომ 2012 წლის 29 სექ­ტემ­ბე­რი კვი­რა დღე იყო, როცა საქ­მი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ დგე­ბა“- წერს გამოცემა.
8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თი-ბი-სი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება გამოძიება.
მოგვიანებით კი საქართველოს ეროვნული ბანკი გენერალური პროკურატურის მიერ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.
თავად „თიბისი ბანკში“ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment