Wednesday, January 9, 2019

ზურაბ ცისკარიძე საუდის არაბეთში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი საუდის არაბეთში ითამაშებს. 32 წლის ზურაბ ცისკარიძემ ხელშეკრულება კლუბ "ალ-ჰაზმთან" გააფორმა. 
ახალი გუნდის შესახებ ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს რომ მოხარულია საუდის არაბეთში გადასვლით. 
"მიხარია ოფიციალურად განვაცხადო, რომ საუდის არაბეთის სამეფო კლუბ "ალ-ჰაზმის" წევრი გავხდი. ეს იქნება ჩემი მე-6 თავგადასავალი პრემიერლიგაში 6 სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან მიხარია, რომ აზიის TOP 5 ლიგაში მოვხვდი. დახვედრა, რომელიც აქ მომიწყვეს ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი იყო ჩემს კარიერაში. გარშემო ყველა პატივისცემით მეპყრობა და პირველივე დღიდან ოჯახის წევრად ვიგრძენი თავი,“ - წერს ცისკარიძე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment