Sunday, January 13, 2019

მარნეულში დედამ შვილი დაჭრა


მარნეულში დედამ შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 12 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა. 
რაც შეეხება დედას, ის შსს-მ უკვე დააკავა. როგორც უწყებაში imedinews-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment