Friday, January 18, 2019

ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის კაცი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შემოიყვანა, მას ქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია.
მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი - მართვით სუნთქვაზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment