თბილისში გეთიას ქუჩაზე ხანძარი იყო. დამწვარია დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის ფართობი.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თბილისში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment