ცნობილი როკ-ჯგუფის, Razorback-ის დრამერმა ბრაიან ველასკომ თავი facebook-ის პირდაპირ ეთერში მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rappler-ი ავრცელებს.
ინციდენტი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მოხდა. სუიციდამდე 41 წლის მუსიკოსი საკუთარ მშობლებს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს დაემშვიდობა და ფანჯრიდან გადახტა.
მისი ცხედარი პოლიციამ 16 იანვრის დილას იპოვა. ვიდეო, რომელიც სუიციდამდეა ჩაწერილი, სოციალური ქსელებიდან უკვე აიღეს. თვითმკვლელობის ამსახველი ვიდეო Youtube-ზეც დაიბლოკა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment