Wednesday, May 15, 2019

საპატრიარქო: 17 მაისის ღონისძიებას აგრესიასთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე განცხადებას ავრცელებს
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის სიწმინდის დღეს გასამართი ღონისძიება მშვიდობიანი იქნება და ეკლესია ნებისმიერ ძალადობას ემიჯნება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


"ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.
აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი",- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და კონცერტით დასრულდება. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment