Tuesday, May 14, 2019

„აიაქსის“ კაპიტანი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გააფორმებს

კატალონიის „ბარსელონა“ „აიაქსის“ ფეხბურთელის მატეის დე ლიხტს იყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Goal-ი ავრცელებს. 
მხარეებმა კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს. „ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში 19 წლის კლუბის კაპიტნის შესახებ ინფორმაციას გამოაცხადებს. 
დე ლიხტი „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახლანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდიური კლუბი ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment