Wednesday, May 15, 2019

შედეგში გაცვლილი სახე - უსულოდ დარჩენილი ბარსა, რომელიც "ლუზერად" ყალიბდება

სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელი ბურთს საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს.
ასე, რომ მთავარია, რას აკეთებთ თქვენ უბურთოდ ყოფნის 87 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ხარ თუ არა კარგი მოთამაშე.” - ეს სიტყვები იოჰან კრუიფს ეკუთვნის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ბარსელონამ“ „ენფილდზე“ ბურთის ფლობის დროს საკმაოდ კარგი და რეალური მომენტები შექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო.
რაც შეეხება კრუიფის ამ ფრაზის მთავარ არსს - ვალვერდეს გუნდი უბურთოდ უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
„ბარსამ“ უკვე მე-2 წელია რაც კრუიფის გზას გადაუხვია და რაღაც დაკომპლექსებულ, ანგარიშის შენარჩუნებაზე მოთამაშე კლუბს დაემსგავსა.ეს არის, რაც არის“...
მიუხედავად ყველაფრისა ვალვერდეს წელს ტრებლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, საამისოდ „ენფილდზე“ სამიდან 1 მომენტის გამოყენებაც კი საკმარისი იყო.
მაგრამ-ს, თუ-ს და რომ-ს ფეხბურთში არაფერი ესამქება. ტაბლოზე ანგარიში ფიქსირდება, ან არ ფიქსირდება, გოლი გადის, ან არ გადის. ასე, რომ ეს გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება.
"ენფილდზე" მომენტები გვქონდა და ვფიქრობ უნდა გაგვეტანა. მეტოქის პირველმა ორმა გოლმა ძირს დაგვცა. ეს არის, რაც არის“.
ასეთი რამ თქვა ვალვერდემ ინგლისში სამარცხვინოდ წაგებული მატჩის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ბასკი სპეციალისტის სახლის გაძარცვა მოჰყვა.
მძარცველებმა ვალვერდეს წერილი დაუტოვს - "ეს არის, რაც არის." ზუსტად ეს სიტყვები, რომელიც მან „ლივერპულთან“ მატჩის შემდგომ პრეკონფერენციაზე წარმოთქვა.
„ბარსელონა“ ნელ-ნელა სახეს კარგავს და ამას მისი მილიონობით გულშემატკივარიც ხედავს. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. როდის და რა ფორმით დაიწყო გუნდის ნგრევა.გუნდში ვალვერდეს დანიშვნა ქომაგების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ესიამოვნა, თუმცა რაც იყო იყო და ხალხი ამას ნელ-ნელა შეეგუა.
ვალვერდემ მოსვლის დღიდანვე პრაგმატული სტილი დანერგა და ტრადიციულ 4-3-3-ზე უარი თქვა, რომელიც მძიმე 4-4-2-ით ჩაანაცვლა.
„ბარსა“ ჯერ ნეიმარმა დატოვა, ერთი სეზონის შემდეგ ინიესტაც წავიდა, რომელიც ბოლო წლებში ისეთი ეფექტური ვეღარ იყო.
„ბარსამ“ დანაკლისი შესაბამისად ვერ აინაზღაურა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ ვალვერდემ გუნდში ყველანაირი როლი მესის მოარგო.
ბასკმა სპეციალისტმა გუნდის სათამაშო სქემა ისე ააგო, რომ თუ მესის თამაში არ წაუვიდოდა ეს შედეგზე პირდაპირ გავლენას ახდენდა.ამავდროულად გუნდი მასზე დამოკიდებული სულ უფრო მეტად ხდება, არადა წესით პირიქით უნდა ხდებოდეს.
„ბარსელონამ“ 1 და 2 ბურთიანი ფორის დროს თამაში ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო, რაც მათი სტილი არ არის და ბუნებრივია ეს გუნდის თამაშზეც აისახა.
ტრიბუნებზე ხალხის რაოდენობამ იკლო. ბოლო 2 წელიწადში „კამპ ნოუზე“ რეკორდულად დაბალი საშუალო მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს ბუნებრივია ვალვერდეს სტილის „დამსახურება“ არის.
დიახ, კატალონიელები ლა ლიგას ნებისმიერი მწვრთნელის ხელშიც მარტივად იგებენ, თუმცა სულ სხვაგვარად არის საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სხვაგვარად თამაშია საჭირო.
ვალვერდემ გუნდს სახე დაუკარგა, რამაც ხასიათისა და მენტალიტეტის შესუსტება გამოიწვია.ამ ცვლილების შემდეგ „ბარსამ“ ორთაბრძოლების მოგება დაიწყო, ბურთიც უფრო ხშირად რჩებოდათ და ლეო მესის მოედნის ცენტრში მეტი სივრცე შეექმნა, რამაც მეორე გოლი შექმნა.
შემდეგ იყო მესამე, რომელიც თავიდან ბოლომდე არგენტინელის დამსახურება იყო, თუმცა გუნდმა და მათ შორის მესიმაც თამაშში გარდატეხა სწორედ ვალვერდეს ცვლილების შემდეგ შეიტანა. მწვრთნელს ამ დამსახურებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ.
ერთი კვირის შემდეგ „ენფილდზე“ ვალვერდემ ბავშვური შეცდომა დაუშვა. დიახ, კლოპს სალაჰი და ფირმინო აკლდა, თუმცა მიუხედავად ამ პრობლემებისა ვალვერდეს არ უნდა გაერისკა და კვლავ 4-4-2-ით უნდა დაეწყო.
„ბლაუგრანა“ ზუსტად იდენტური თერთმეტეულით მოქმედებდა, რითიც კლოპმა ისარგებლა და ანგარიშიც მალევე გახსნა.
„მერსისაიდელებმა“ გარისკეს და მათ გაუმართლათ კიდეც, რადგან „ბარსამ“ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ვალვერდეს ხშირად მოსდის ხოლმე. „ლივერპულმა“ სიტუაცია იგრძნო და ვითარებაში მალევე გაერკვა. მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა მეორე გაიტანეს, რასაც მალე მესამეც მოჰყვა.
ამ დროს ვალვერდემ ზუსტად ის შეცდომა დაუშვა რაც რომში ერთი წლის წინ. 0-2-ის დროს მან მოედნიდან ინიესტა გაიყვანა და ანდრე გომეში შეუშვა, რათა გუნდს ზონების დაკეტვა და პრესინგის თამაში გამარტივებოდა. ამ ნაბიჯს კი „რომას“ მე-3 გოლი მოჰყვა.
ამჯერადაც 0-3-ის დროს ვალვერდემ გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო, რაც იმ მომენტისთვის უკვე შეცდომა იყო. მატჩი, რომ ასე დაეწყო ეს სწორი იქნებოდა, რადგან „ლივერპული“ ნაკლებ სივრცეს მიიღებდა და მომენტებსაც ნაკლებად შექმნიდა.
0-3-ის დროს კი გუნდს მოედანზე შემტევი სჭირდებოდა და არა ერთით მეტი ნახევარმცველი. ეს ცვლილება იყო პანიკის ნიადაგზე გაკეთბული არჩევანი. როდესაც ერთ შეცდომას ორჯერ უშვებ ესეიგი ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს და წნეხთან გამკლავება არ შეგიძლია.
შეშინებული ვალვერდეს ცვლილებას „ბარსას“ კარში მე-4 გოლი მოჰყვა, რის შემდეგაც ბასკმა მოედანზე მალკომი შეუშვა.
ბარსელონა“ ხალხს სხვა რამის გამო უყვარს და ამ სიყვარულს შედეგებით ვერ იყიდი. საამისოდ მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული სასურველი ფიცრები ვერ დაგეხმარება.
„ბარსა“ ამჟამად უსულოდ არის, სახე აქვს დაკარგული, გუნდს სულში ჩააფურთხეს და შემდეგ თქვეს, რომ "ეს არის, რაც არის“-ო.
ფეხბურთი ძალიან ღრმა და კონკრეტული თამაშია. არსებობს ლამაზი სტილი და პრაგმატული სტილი, არსებობს გატანილი გოლი და გაფუჭებული მომენტი, არსებობს ტაბლო, რომელზეც ან სასურველი შედეგი წერია, ან არასასურველი. აქ არ არსებობს არანაირი მაგრამ, რომ, თუ და ა.შ.
ფაქტია, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო შედეგი ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა და ამაში კლუბთან ერთად ბევრი მოთამაშეც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ვინც ასე თვლის, ალბათ იმ „ბარსას“ იმსახურებს, როგორიც ბოლო 2 წელია არის... სახედაკარგული მშიშრების კრებულს!
crystalsport.ge

No comments:

Post a Comment