Tuesday, May 14, 2019

დადიანების სასახლის ეზოს ინციდენტში მონაწილე პოლიციაში მიიყვანეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელია მიიყვანეს. 
,,მე ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე! მისი გულისთვის მოვკვდები!. მე სანდრას საქართველოში არ გავაჩერებ!", - განაცხადა გელა კვარაცხელიამ, რომელიც სამართალდამცველებმა ხელბორკილებით პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ოფიციალურ Facebook-ზე რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment