Tuesday, May 14, 2019

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში ორმხრივი შეხვედრა იმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ქართული მხარე აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ზალკალიანის განცხადებით, დღეს მისი მოადგილე და სხვა უწყების წარმომადგენლები კომისიის შეხვედრაში მონაწილეობენ, რომელიც ბაქოში იმართება. ამის შესახებ კომენტარი ზალკალიანმა ბრიუსელში გააკეთა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ეს არ არის კომისიის პირველი შეხვედრა. ეს არის პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებს შორის. იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულად ჩატარდება, ჩაივლის შეხვედრა ისე, როგორც შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა . აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და იხეირებს ის ძალა, რომელსაც სურს გააღვივოს ურთიერთობა.ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და სტრატეგიულ პარტნიორთან არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა აქვს და ძალიან რთულია ამ პროცესის სწრაფად გადაწყვეტა:
"ეს კომისია მუშაობს და მოლაპარაკებები მიმდინარეობს 90-იანი წლებიდან. აუცილებელია არ მივცეთ საბაბი სპეკულაციებს", - თქვა მინისტრმა.
7 მაისს, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის ფაშა ზადეს წარმომადგენელთან ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 
აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment