Thursday, May 16, 2019

მერკელი: 2021 წლის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დავრჩები

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ 2021 წელს მისი მთავრობის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ის პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ ვაპირებ პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, იქნება ეს გერმანიაში თუ სადმე სხვაგან“, - განაცხადა კანცლერმა.
გერმანიის კანცლერის პოსტს ანგელა მერკელი 2005 წლიდან იკავებს. 
რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მერკელს შეუძლია ევროკავშირში საკვანძო თანამდებობა დაიკავოს.
მისივე თქმით, მერკელის კვალიფიკაცია მაღალია და შეუძლია გახდეს ხელმძღვანელი პირი მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment