Wednesday, May 15, 2019

ეროვნული მუზეუმის ფესტივალის პროგრამა ცნობილია

15-24 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ტრადიციული ფესტივალი იმართება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენები, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყოველწლიური აქცია „ღამე მუზეუმში".
ფესტივალის პროგრამა შემდეგნაირია:
15 მაისი 11:00 პრეზენტაცია „ბავშვები მუზეუმში". პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
16 მაისი 18:30 შვეიცარიელი ხელოვანის დანიელ შპერის ფოტოების გამოფენა „1993" | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
16-17-24 მაისი რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
17 მაისი 16:00  გამოფენა „იტალია-საქართველო" (ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანების გაცვლითი გამოფენა) | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
18-25 მაისი უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება | სვანეთის მუზეუმი, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე - საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში | კუს ტბის გზა N1
18 მაისი 19:00 კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
18 მაისი 21:00 - 01:00 ღამე მუზეუმში
20 მაისიდან 10:00-17:30  გამოფენა „მარკებით მოთხრობილი ისტორია". ეძღვნება პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილეს | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
21 მაისი 13:00 დმანისის მუზეუმის გაზაფხულის სეზონის გახსნა - ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია |  დმანისის მუზეუმი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი     
21 მაისი  ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას - „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში" | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
22 მაისი  „სვანეთი - სადაც ჩემი ბავშვობა დარჩა და კიდევ რაღაც". ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო საღამო, მესტიის N3 საჯარო სკოლა | სვანეთის მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
22 მაისი  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე National Geographic - საქართველოსთან ერთად | ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა N1
23 მაისი 16:00  ე. კიკნაძის წიგნის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" პრეზენტაცია | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
24 მაისი 13:00  საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment