Thursday, May 16, 2019

რეზი ნასიძის თქმით ნარკოტიკის გამო მას ექიმისთვის არ დაურტყამს

მსახიობმა რეზი ნასიძემ მის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოტიკის გამო მასსა და ექიმს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხება, ამბობს, რომ ნარკოტიკის გამო ექიმისთვის არ დაურტყამს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მსახიობის განმარტებით, მასსა და ექიმს შორის დაპირისპირებას სხვა მიზეზი ჰქონდა. 
"საერთოდ, ასეთი აზრი როგორ იბადება, ვერ ვხვდები. კლინიკაში სასწრაფომ მიმიყვანა, იქ ნარკოტიკისთვის მივედი და უარის გამო ავდექი და ექიმი ვცემე? თან ცემასა და ლოგინიდან ადგომის გარეშე ერთ დარტყმას შორის დიდი სხვაობაა, რომელსაც საფუძვლად რა უდევს, ლოგიკურად შეიძლება დაინახო. ერთხელ ადამიანს მწოლიარე რომ დაარტყამ, ლოგიკურად სხვა მიზეზი უნდა იყოს. ნარკოტიკი ლოგიკური მიზეზი არ არის", - თქვა მსახიობმა რეზი ნასიძემ.
მსახიობის თქმით, მისი დაკავება და გარკვეული პერიოდით დასჯა დემონსტრაციულად მოხდა. ის უკმაყოფილოა ჟურნალისტებისა და მედიის, რომლებზეც ამბობს, რომ თავდაპირველად ეს ამბავი არაადეკვატურად გააშუქა. 
"ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ამისთვის შეიძლება ადამიანს მოექცნენ ისე, როგორც მე მომექცნენ, დემონსტრაციულად მოხდა ჩემი დასჯა. უკმაყოფილების გრძნობა მაქვს ჟურნალისტების და ტელევიზიების მიმართ, რომლებმაც თავდაპირველად არაადეკვატურად გააშუქეს ეს მოვლენა კლინიკის წარმომადგენლის „ფეისბუქზე" მოყოლილი ზღაპრიდან", - ამბობს მსახიობი.
დღეს სასამართლოში რეზი ნასიძის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. 
ექიმის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამო, მსახიობ რეზი ნასიძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული რევაზ ნასიძე 7 იანვარს დააკავა. შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment