Thursday, October 26, 2017

გერმანიაში კაცმა 2 წლის შვილს ყელი გამოსჭრა

გერმანიის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც თავის 2 წლის ქალიშვილს ყელი გამოსჭრა. ინფორმაცია The Local-ი ავრცელებს. შემთხვევა 23 ოქტომბერს ჰამბურში, პაკისტანელების ოჯახში მოხდა. პოლიციაში ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა, მისი თქმით, მას მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას კი ოთახში 2 წლის ყელგამოჭრილი ბავშვი დახვდათ. 
მეზობლები ამბობენ, რომ კაცი ცოლზე ეჭვიანობდა და ქალს არა მხოლოდ სხვებთან საუბარი, არამედ, მეზობლებთან მისალმებაც კი აკრძალული ჰქონდა. ცოლ-ქმარს კიდევ 6 წლის ბიჭი ჰყავთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment