Wednesday, October 25, 2017

ბუტა რობაქიძის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან

გურამ დონაძის, ირაკლი ფირცხალავას, ზურაბ მიქაძისა და შს სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან.
როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, მათი მოწმეები დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს ბუტა რომაქიძეს და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ.
გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან წარადგინა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც მისი მტკიცებით უწყვეტია. დონაძის განმარტებით კადრებში ჩანს, რომ იარაღი რობაქიძის გარდაცვალებამდეა შემთხვევის ადგილზე, სადაც მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანიც იმყოფებოდა.
გურამ დონაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ იარაღი შემთხვევის ადგილზე არავის მიუტანია და მუკბანიანი ცრუობს როდესაც ამბობს, რომ იარღს რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ მიაგნეს.
პროკურორ გიორგი ოსაძის განცხადებით ეს კადრები მონტაჟის ნიშნებს შეიცავს და შსს ს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა სამააზურმა შესაბამისი დასკვნა დადო.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment