Thursday, October 26, 2017

შემოსავლების სამსახური მოსახლეობას ქონების გადასახადთან დაკავშირებით აფრთხილებს

სამსახურის ცნობით, თუ ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის შემოსავალმა 2016 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადის დეკლარაცია 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს.
შესაბამისად, 1 ნოემბერს, 24.00 საათამდე ფიზიკურმა პირებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან -www.rs.ge უნდა შეავსონ და გამოგზავნონ ქონების გადასახადის დეკლარაცია.
ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment