Thursday, October 26, 2017

პსჟ-ს მფლობელი თურქული გუნდის ყიდვას აპირებს

პსჟ-ს მეპატრონე ნასერ ელ-ხელაიფი თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის კლუბ, "ისთანბულ ბაშაქშეჰირის" შეძენას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა spor.mynet.com-იავრცელებს.
კომპანია Bein Sports, რომლის მფლობელიც ელ-ხელაიფია, თურქეთის გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებს. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, გარიგება 2018 წლის იანვარში ოფიციალურად დაიდება.
კომპანია Bein Sports თურქეთის სუპერლიგის მატჩების ტრანსლირების უფლებასაც ფლობს. სწორედ ამიტომ, როგორც გამოცემა წერს, ელ-ხელააიფი თურქულ საფეხბურთო ბაზარზე დამკვირდებას გეგმავს.
რაც შეეხება "ისთანბულ ბაშაქშეჰირს", ეს გუნდი ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვის.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment