Wednesday, October 25, 2017

Google-ის ახალი ტელეფონების მთავარი ხარვეზები დასახელდა

ოქტომბრის მეორე ნახევარში Google-ის ახალი სმარტფონების Pixel 2-სა და Pixel 2 XL-ს გაყიდვა დაიწყო. ჟურნალისტებმა ტელეფონებზე, რომლებიც 650-850 დოლარი ღირს, პოზიტიური მიმოხილვები დაწერეს, თუმცა მომხმარებლები მთელი რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
1.მკრთალი ფერები
Pixel 2 XL-ის ეკრანი sRGB-ის სტანდარტით არის აწყობილი, როცა კონკურენტი კომპანიები უფრო ფართო სპექტრის ფერებს იყენებენ. საბოლოო ჯამში, Google-ს ტელეფონში გამოსახულება უფრო ბუნდოვანია.
კომპანია გეგმავს ეს პრობლემა პროგრამულად გამოასწოროს. კერძოდ, ტელეფონის განახლების შემდეგ ეკრანის ფერად პროფილზე გადართვა იქნება შესაძლებელი.
2. "ხედვის კუთხეები"
Google Pixel 2 XL-ის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას გვერდიდან თუ შევხედავთ, გამოსახულებას ლურჯი ფერი გადაჰკრავს.
3. უცნაური ხმები
სმარტფონის მომხმარებლები აცხადებენ, მათ უსიამოვნებებს უქმნით ხმები, რომელსაც მათი მობილური ტელეფონი გამოსცემს. ზოგიერთი მათგანის თქმით, კომპანიამ მათ სმარტფონების შეცვლა შესთავაზა.
Pixel 2-ის მონაცემები ასეთია: ეკრანი: 5 დუიმი, 1920×1080 პიქსელი; წყალგაუმტარი კორპუსი; კამერა: 12,2 მეგაპიქსელი, ოპტიმიზებულია დამატებითი რეალობისთვის; აქვს სტერეოდინამიკები; ეკრანი ყოველთვის ჩართულია და აქვს მუსიკის ამომცნობი; მეხსიერება: 64 და 128 გიგაბიტი; გამოვა სამ ფერში: ცისფერი, შავი, თეთრი; აქვს სწრაფი დატენვის ფუნქცია. ფასი იწყება 649 დოლარიდან.
Pixel 2 XL-ი იგივეა, ოღონდ უფრო დიდი ეკრანით (6 დუიმი, 3200×1800 პიქსელი); გამოვა ორ ფერში: შავი და შავ-თეთრი; ფასი იწყება 849 დოლარიდან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment