Wednesday, October 25, 2017

სამხედროების სადისციპლინო წესდებას სექსუალური შევიწროების მუხლი ემატება

სამხედროების სადისციპლინო წესდებას სექსუალური შევიწროების მუხლი ემატება. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეს პრევენციის მიზნით ხდება.
"ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანი მიმდინარეობდა მსჯელობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და სახალხო დამცველთან. მოგეხსენებათ, რომ შეიარაღებული ძალების სისტემაში მხოლოდ მამაკაცები არ მსახურობენ, მსახურობენ ასევე ქალები, თუმცა ეს პრობლემა ისეთია, რომ შეიძლება როგორც ერთ შემთხვევაში გამოვლინდეს, ასევე მეორე შემთხვევაში. გარკვეული პრევენციის მიზნით ასეთი რეგულაციები აუცილებელია. ეს პრობლემები მწვავე და აქტუალური არ არის, თუმცა პრევენციის მიზნით სასურველი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების სისტემაშიც იყოს შემოღებული და იყოს პასუხისმგებლობა განსაზღვრული მსგავსი სამართალდარღვევისთვის,"- განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.
კითხვაზე - ყოფილა თუ არა ქართულ ჯარში სექსუალური შევიწროების პრეცენდენტები, თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი პასუხობს, რომ მას არ აგონდება. "მსგავსი შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა მომართვიანობა მინიმალურია ან ფაქტიურად არ არსებობს"-, აღნიშნა ოქროპირიძემ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment