Saturday, September 15, 2018

შავ ზღვაზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, შავ ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო, აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აკრძალვა 16 სექტემბრის 10:00 საათამდე  მოქმედებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment