Thursday, September 20, 2018

რეზონანსი": 900-ლარიანი მინიმალური ხელფასი - რა ცვლილებებია მოსალოდნელი დასაქმების ბაზარზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, 900 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვროს. ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ა­თობ­რი­ვი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ათ­ში მი­ნი­მუმ 5 ლარს უნდა იღებ­დეს. უც­ნო­ბია, და­უ­ჭერს თუ არა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს.
ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბის ავ­ტო­რი მო­ქა­ლა­ქე მაკა მინ­დი­აშ­ვი­ლია. ის "შრო­მის კო­დექსში" გარ­კვე­უ­ლი ჩას­წო­რე­ბებს გუ­ლის­ხმობს, მათ შო­რის, ღა­მის ცვლა­ში – 22.00 სა­ა­თის შემ­დეგ ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას, ამას­თან, ნე­ბის­მი­ე­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ა­თობ­რივ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე გა­დას­ვლას. ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხელ­ფა­სი სა­ათ­ში მი­ნი­მუმ 5 ლარი უნდა იყოს, თა­ნაც – მზარ­დი: შრო­მის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. ამას­თან, დამ­საქ­მე­ბელს უნდა და­ე­კის­როს ჯან­მრთე­ლო­ბის სრუ­ლი და­ზღვე­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა იმ და­საქ­მე­ბულ­ზე, რო­მე­ლიც სამ­სა­ხურ­ში უკვე 1-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით არის მი­ღე­ბუ­ლი.
რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კერ­ძო სექ­ტორ­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბი თვით­ნე­ბუ­რად მოქ­მე­დე­ბენ და არ­სე­ბულ შრო­მის კო­დექსს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნე­ბენ. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში უნდა შე­იქ­მნას მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­კონ­ტრო­ლებს შრო­მის კო­დექ­სის სრულ­ყო­ფილ მუ­შა­ო­ბას.
სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ. "სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე სოფო ჯა­ფა­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტორს, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბამ­დე, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ ჯგუ­ფებ­თან უნდა გა­ევ­ლო, რომ­ლებ­შიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შრო­მით სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ, რათა შე­თა­ვა­ზე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან უფრო შე­სა­ბა­მი­სი და მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.
"კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რის ად­გი­ლას, ჯერ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მექ­ნე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნებ­სა და ჯგუ­ფებ­თან, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, ამ სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობთ და ერ­თად დიდი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე გა­ვი­ტან­დით პარ­ლა­მენ­ტში. ინი­ცი­ა­ტი­ვა კარ­გია, თუმ­ცა რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე" რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვერც ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებს იცავს, ვერ გა­ვი­დო­და. ისე არი­ან და­ში­ნე­ბუ­ლი, ბიზ­ნეს­ზე აწყო­ბი­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, რომ თუ რა­მეს მო­ვი­თხოვთ, გვე­მუქ­რე­ბი­ან, რომ ამის გამო ინ­ვეს­ტო­რე­ბი აღარ მოვ­ლენ.
კონ­კრე­ტუ­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში კი აჯო­ბებ­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის და­ფიქ­სი­რე­ბის მო­თხოვ­ნა ყო­ფი­ლი­ყო, რაც მი­ნი­მუმ 400-500 ლარს უნდა შე­ად­გენ­დეს. ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი კი დამ­საქ­მე­ბელს უტო­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე და­ყოს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, მა­ინც არ გა­და­უ­ხა­დოს იმა­ზე მეტი, რა­საც ახლა იხ­დი­ან. მერ­წმუ­ნეთ, ბიზ­ნე­სი ასეთ გზას იპო­ვის. თვი­თო­ნაც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, 1 მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლიც კი ვერ ვი­პო­ვეთ, ვინც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რია", - აცხა­დებს ჯა­ფა­რი­ძე "რე­ზო­ნანსთან"
ambebi.ge

No comments:

Post a Comment