Friday, September 14, 2018

„შნობელის პრემიის“ წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია

ჰარვარდის უნივერსიტეტში შნობელის პრემიის  (Ig Nobel Prize) 28-ე ცერემონია გაიმართა. პრემია ნობელის პრემიის დაჯილდოების პაროდიაა, რომელზეც "მეცნიერებს" უცნაური მიღწევებისთვის გადასცემენ პრიზს. 
ჯილდო, სხვადასხვა სფეროში, 10 ლაურეატს გადაეცა:
ეკონომიკა. კანადის, ჩინეთის, სინგაპურისა და აშშ-ის მეცნიერებს შნობელის პრემია გადაეცათ ვუდუს თოჯინების კვლევისთვის. ექსპერიმენტის დროს, ისინი სწავლობდნენ ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში უფროსმა უყვირა ან გათავისუფლებით დაემუქრა. მოხალისეების ნაწილს მკვლევარებმა ვუდუს თოჯინაში ნემსი შეარჭობინეს, რომელიც მათ უფროსს ჰგავდა, მეორე ნაწილს - არა. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფი უფრო მწვავედ გრძნობდა სამართლიანობას. 
მედიცინა. პრიზი ორმა უროლოგმა მარკ მიტჩელმა და დევიდ უორტინგერმა მიიღო, რომლებმაც დაადგინეს, რომ თუ ამერიკული მთების ატრაქციონზე სრიალით, თირკმლებიდან ქვები უფრო სწრაფად გამოვა.
რეპროდუქციული მედიცინა. მეცნიერების კოლექტივი ღამით პენისის პულსაციის მონიტორინგისთვის დააჯილდოვეს. 18 თვის განმავლობაში, მკვლევარები კაცის სასქესო ორგანოს ფუნქციონირებას აკვირდებოდნენ, რომლებსაც დიაბეტი ან იმპოტენცია ჰქონდათ.
ჯანსაღი კვება. ზიმბაბველი, ტანზანიელი და ბრიტანელი მეცნიერები კვლევისთვის დააჯილდოვეს, რომლის ფარგლებშიც მათ დაადგინეს, რამდენად ნოყიერია კანიბალური დიეტა. აღმოჩნდა, რომ პალეოლითის პერიოდში მცხოვრები კანიბალები გაცილებით მეტ კალორიას იღებდნენ, ვიდრე დღევანდელი ხორცის დიეტის მიმდევრები. 
ბიოლოგია. 5 ქვეყნის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეგუსტატორებს შეუძლიათ სუნით დაადგინონ, იყო თუ არა ღვინის ჭიქაში ბუზი.
ლიტერატურა. პრიზი გადაეცათ ავსტრალიის, სალვადორისა და დიდი ბრიტანეთის მკვლევარებს ნამუშევრისთვის "ცხოვრება ხანმოკლეა RTFM-სთვის". მათ დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ რთულ გაჯეტებს, არ კითხულობენ გაიდლაინს ექსპლუატაციაზე, ამიტომ არ იციან მოწყობილობის უმეტესობა ფუნქცია. 
ანთროპოლოგია. 8 სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერემა დაადგინა, რომ ზოოპარკის შიმპანზეები ადამიანებს ბაძავენ იმავე სიხშირით, რამდენსაც ადამიანი ბაძავს შიმპანზეს.
ქიმია. პორტუგალიელმა მეცნიერებმა მიიღეს პრემია კვლევისთვის, რომლის დროსაც დაადგინეს, რამდენად სასარგებლოა ადამიანის ნერწყვი, ბინძური ზედაპირებს გასასუფთავებლად. 
სამედიცინო განათლება. იაპონელმა აკირა ჰორიუჩიმ დაადგინა, რომ კოლონოსკოპიის (მსხვილი ნაწლავის კვლევა) ჩატარება ადამიანს დამოუკიდებლაც შეუძლია, თუ სწორ პოზიციაში დაჯდება.
მშვიდობის პრემია. პრიზი ესპანელ და კოლუმბიელ მეცნიერებს გადაეცათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი ნაწილი  მძღოლების ყვირიან, თუმცა მხოლოდ 2% ყვირის მუდმივად. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment