Thursday, September 20, 2018

მედია: ესპანეთის პრემიერის წიგნში პლაგიატი აღმოაჩინეს


Pais-ის ცნობით, ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩესისა და ეკონომისტ კარლოს ოკანას წიგნი, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, ესპანელი დიპლომატის მანუელ კაჩოს სიტყვით გამოსვლიდან ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა წყარო მითითებული არ არის. 
გაზეთის ცნობით, წიგნში ციტირების გარეშე დიპლომატის სულ 454 სიტყვაა გამოყენებული. 
მანუელ კაჩო, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში ესპანეთის ელჩია, სამეცნიერო მოხსენებით ესპანური უნივერსიტეტის სიმპოზიუმზე სანჩესის წიგნის „ესპანური ეკონომიკის ახალი დიპლომატია“ გამოქვეყნებამდე 9 თვით ადრე გამოვიდა.
როგორც გამოცემა წერს, კაჩოს გამოსვლის გარდა, წიგნში პლაგიატის კიდევ სულ მცირე 5 შემთხვევა აღმოაჩინეს.
გასულ კვირას გაზეთმა ABC-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, სანჩესის სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მოქმედმა პრემიერმა 2012 წელს დაიცვა, პლაგიატს შეიცავს.
თავად სანჩესი ყველა ბრალდებას უარყოფს და მტკიცებულებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერი 2 ივნისს გახდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment