Friday, September 14, 2018

ჩრდილოეთ ფილიპინებზე სუპერტაიფუნმა მასიური ნგრევა გამოიწვია

ჩრდილოეთ ფილიპინებში ძლიერმა ქარიშხალმა და წვიმამ შენობების მასიური ნგრევა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზიანდა ქალაქი ტუგეგარაო. ამის შესახებ BBC წერს. 
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია სუპერტაიფუნ „მანჯუთის“ გამო დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ. ტაიფუნის გავრცელების არეალში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქარის სიჩქარემ 185 კმ/სთ-ს მიაღწია. 
რეგიონიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. სანაპიროზე 6-მეტრიანი ტალღებია მოსალოდნელი. 

სუპერტაიფუნი „მანჯუთი“ კუნძულოვან სახელმწიფოს 12 სექტემბერს მიუახლოვდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტროპიკული შტორმი უფრო გაძლიერდება და სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 270 კილომეტრამდე გაიზრდება. 
ფილიპინების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ტაიფუნი Haiyan-ი იყო, რომელმაც 2013 წელს 7 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment