Thursday, September 6, 2018

სამეურვეო საბჭომ N 51 საჯარო სკოლის დირექტორის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სამეურვეო საბჭომ N51 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1-ელ დეკემბერს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის.
„სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განიხილა N51 საჯარო სკოლის დირექტორის 3 სექტემბრის განცხადება გადადგომის თაობაზე და არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. მათ შორის, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინათინ ყენია, რომელმაც 2018 წლის 11 ივლისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში       

გარდა ამისა, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე სკოლას რთულ ვითარებაში უხდება ფუნქციონირება და ცვლილება გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სირთულეს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, სამეურვეო საბჭომ და ადმინისტრაციამ გაიარა უმძიმესი პერიოდი. საფრთხე და საშიშროება კვლავ რეალიურია, სკოლა ყოველდღიურად ახალი რისკების წინაშე დგას. სამურვეო საბჭო ფიქრობს, რომ დირექტორისთვის მორალურად და ფიზიკურად უფრო მარტივი იქნებოდა თანამდებობის დატოვება. მოცემულ სიტუაციაში სამეურვეო საბჭო ვერ იღებს პასუხისმგებლობას ამ განცხადების დასაკმაყოფილებლად.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

სამეურვეო საბჭო ამზადებს მიმართვას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისადმი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს“, - აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment