Friday, September 14, 2018

OAS-ის გენერალურმა მდივანმა ვენესუელაში სამხედრო ჩარევა არ გამორიცხა

ამერიკული ქვეყნების ორგანიზაციის (OAS) გენერალური მდივანი ლუის ალმაგრო ვენესუელაში სამხედრო შეჭრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას NTN24ავრცელებს.
„რაც შეეხება ვენესუელაში სამხედრო ძალის შეყვანას ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, არაფერი უნდა გამოვრიცხოთ“, - განაცხადა ალმაგრომ ვენესუელის მოსაზღვრე კოლუმბიის ქალაქ კუკუტა-ში. ის იქ ჩავიდა იმისთვის, რომ ვენესუელადან დევნილების ნაკადი ენახა. მისი თქმით, სწორედ კუკუტაში შექმნილი ვითარება ნათლად ასახავს ვენესუელის დიქტატურის სიცრუეს.
ვენესუელაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გამო, ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს. ისინი მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს.
ვენესუელაში რამდენიმე წელია გრძელდება ეკონომიკური კრიზისი. ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტების უკმარისობაა, რომელთა უმრავლესობის ფასი 2017 წელს ვენესუელურ ბოლივარში 1000%-ით გაუფასურდა. ექსპერტები 2018 წლის ბოლოს მილიონი პროცენტის ინფლაციას წინასწარმეტყველებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment