Wednesday, November 14, 2018

კონკურსზე „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი.
"მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს - მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში  სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს", - წერია განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. 
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის მსგავსი ჯილდო პირველი არ არის - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან „Norman Atlantic”-ზე გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და  ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment