Wednesday, November 14, 2018

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებები. ანგარიშს კენჭი სულ რამდენიმე წუთის წინ უყარეს. 
თუმცა სანამ პროცედურა დაიწყებოდა რუმინელი პოლიტიკოსი ვიქტორ ბოშტი-ნარუ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს საპრეზიდეტნო არჩევნებს და გაიმეორა, რომ საბჭოთა დიპლოამტისთვის მანდატის გადაცემა პრობლემური იქნება.
ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი 9 ოქტომბერს დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment