Saturday, December 8, 2018

რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს ტყვეებად არ აღიარებს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოს საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ შიშოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს ტყვეებად არ აღიარებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ედებათ, კერძოდ რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად, განზრახ და ძალადობის მუქარით, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.
კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
IMEDINEWS.GE

No comments:

Post a Comment