Friday, May 3, 2019

გაერო: ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 40%-ს შიმშილი ემუქრება

გაეროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მინიმუმ 10 მილიონ მოქალაქეს (დაახლოებით 40%) შიმშილი ემუქრება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ მსოფლიო სასურსათო საბჭოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში წერია.
მსოფლიო სასურსათო საბჭოს წარმომადგენლის ერვე ვერჰოზელის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში საკვების მარაგი მომდევნო მოსავლის აღებამდე საკმარისი არ არის: 25-მილიონიანი მოსახლეობის უზრუნველსაყოფას 1,4 მილიონი ტონა კვების პროდუქტია საჭირო.
მისივე თქმით, გვალვის, ძლიერი სიცხისა და წყალდიდობის გამო ბოლო მოსავალი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. ამის გამო მოსახლეობის 43% საკვების დეფიციტს განიცდის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment