Saturday, May 4, 2019

ინდოეთის შემდეგ ციკლონი ბანგლადეშს დაატყდა თავს

ინდოეთის შემდეგ ციკლონი, რომელსაც ამ ქვეყანაში 12 ადამიანი ემსხვერპლა, ბანგლადეშს დაატყდა თავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს, რადგან შტორმმა სახლები გაანადგურა. 
შედეგად, ნოაქალის რაიონში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სტიქიას ასევე ემსხვერპლა 12 წლის გოგო. დაშავდა 30 ადამინი, - იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით.  
ინდური მედია იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით ციკლონს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე კი ინდოეთის სანაპიროსთან ციკლონის მიახლოებამდე მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბანგლადეშის ხელისუფლების განცხადებით, ჯამში 5 ადამიანი დაიღუპა, 63 დაშავდა და 1,000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.

No comments:

Post a Comment