Sunday, May 12, 2019

პარლამენტი შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს

საქართველოს პარლამენტი შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალური კანონის მიღებას აპირებს. სწორედ ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს  დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. კანონპროექტი ცხოველთა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციება მოამზადეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება შინაურ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რაც მათ ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. რაც შეეხება მოკვდინებას, აუცილებელი ხდება მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. 
შინაური ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული იქნება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადრის შთამომავლობის მოვლა-პატრონობა ან გასხვისება.
ამასთან, კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment